Sunday, February 16, 2014

ამ პროექტით შევეცადეთ ცოტა მივახლოვებოდით  იმ საუკუნეს, რომელმაც შვა საოცარი იდეები, საოცარი ადამიანები და დატოვა კვალი ნათელი უფრო, ვიდრე პირიქით. იყო დიდი ძვრებისა და გარდაქმნების, ავისა კარგის, ნათელისა და ბნელის ჭიდილი და ამ ჭიდილში დაბადებულ ჭეშმარიტებათა მშობელი.

Thursday, January 2, 2014

           მე და ჩემმა შეგირდებმა გადავწყვიტეთ ცოტა ხნით XIX საუკუნეში დავბრუნებულიყავით და სტუმრებიც  მიგვეწვია... იკითხავთ, რატომ დაგვებადა ეს იდეა?
         როდესაც  ბავშვებს იმდროინდელი სალონების შესახებ ვესაუბრებოდი, ყველას ერთად გაგვიჩნდა სურვილი  ერთი საათით  გავცლოდით XXI საუკუნეს და დავიწყეთ ფიქრი იმაზე როგორ აჯობებდა ამის გაკეთება. არჩევანი სალონზე შეჩერდა, ჭავჭავაძეების ოჯახურ სალონზე! ერთად ვიმოგზაუროთ მეგობრებო!  
                         დამერწმუნეთ, არანაკლებ სიამოვნებას მოგანიჭებთ ამ ბავშვების ხილვა უჩვეულო სიტუაციაში, მათ ეს დიდი სიხარულით მიიღეს და შემოგვთავაზეს!                 
                  ეს პროექტი ძალიან მოკლე დროში განვახორციელეთ. მუშაობის პროცესი დაძაბული და შრომატევადი იყო. დიდი ინტერესით ველოდით როგორი იქნებოდა კოსტიუმები და როგორ მიიღებდა ამას აუდიტორია...         

ჩვენთან ერთად იმოგზაერეთ!

თქვენ აქ იხილავთ სათაურს:"სალონში ვართ" შემობრძანდით და ისიამოვნეთ!